,,ოცნებას“ სამხილებელი არაფერი აქვს”- მამუკა მდინარაძე გოგაშვილზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაკავებას ეხმიანება. მდინარაძის განცხადებით, მმართველ პარტიას შესაძლოა ხარვეზები ჰქონდეს, თუმცა სამხილებელი არაფერი აქვს.

„ოცნებას“ სამხილებელი არაფერი აქვს, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. ეს არ ეხება რომელიმე კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ დაკავებას თუ გადაწყვეტილებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. „ოცნებას“ სამხილებელი არაფერი აქვს! ხარვეზები ყველას აქვს, მაგრამ სამხილებელი, როგორც ეს უნდათ ზოგიერთ ძალებს, არაფერი გვაქვს, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით! რაც შეეხება კონკრეტულ დაკავებას, ეს სამართალდამცავების საქმეა და ჩემი საქმე არ არის. მართლა უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა ადამიანის დაკავებიდან მეორე მესამე დღეს გვეკითხებიან დეტალების შესახებ. ეს არ არის სწორი. არაერთხელ მითქვამს, რომ სამართალდამცავის შესაფასებელი საქმე პოლიტიკოსმა შეაფასოს და თქვას. ამიტომ დანარჩენი კითხვები არის სამართალდამცავებისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთის, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი 16 ივლისს, მისივე სახლში ჩატარებული რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. მას ბრალი სამი მუხლით – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით აქვს წარდგენილი.

მსგავსი თემები