,,ამ რეზოლუციას თავისი შინაარსიდან გამომდინარე არანაირი ფასი არ აქვს”- კახა კალაძე

,,სამწუხაროა, რომ რეზოლუციაში მთელი რიგი არასწორი საკითხების ჩაწერა ხდება და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ რეზოლუციას თავისი შინაარსიდან გამომდინარე არანაირი ფასი არ აქვს”, – ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის რეზოლუციას.

კალაძის თქმით, ”ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რას წარმოადგენს ის”.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ანალოგიური რეზოლუციის მიღება ხდება. ძალიან სამწუხაროა, რომ რეზოლუციაში მთელი რიგი არასწორი საკითხების ჩაწერა ხდება და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ რეზოლუციას თავისი შინაარსიდან გამომდინარე არანაირი ფასი არ აქვს. იმიტომ, რომ საქართველოში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რას წარმოადგენს ის. რა აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი სამშობლოსთვის და ხალხისთვის. ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი საზოგადოებამ და ამ საქმეების კეთება ბიძინა ივანიშვილს გუშინ ან გუშინწინ არ დაუწყია. შესაბამისად, ის რაც არის მოცემული რეზოლუციაში ამ ყველაფერს ნამდვილად არ ვეთანხმები. რაც შეეხება ევროპულ გზას, ჩვენ, ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუნდაც რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, იგივე თუნდაც 12 პუნქტიანი დათქმა, ის რაც იყო წარმოდგენილი, ჩვენი მხრიდან ყველაფერი შესრულებული და გაკეთებული იქნება. იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი”, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები