ქართული მხარე, ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და ლაშა ხეთერელის უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს

ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში 99-ე შეხვედრა გაიმართება.

ქართული მხარე, საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და ლაშა ხეთერელის უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

ქართული მხარე ასევე, უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს გააპროტესტებს. ბოლო ასეთი ფაქტები, დირბი-ტახტისძირისა და ღოღეთი-თამარაშენის მონაკვეთებზე მოხდა. უსაფრთხოების გარდა, საუბარი ჰუმანიტარულ საკითხებსაც შეეხება.

ქართულმა მხარემ წინა შეხვედრაზეც მოითხოვა, გამარტივდეს და აღდგეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლება და მიეცეთ წვდომა იმ სამედიცინო სერვისზე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება სთავაზობს.

მსგავსი თემები