,,დარჩენილია 48 საათი”- ენტონი ბლინკენსა და დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ვილნიუსში ნატო-ს სამიტამდე გამართულ საუბარს დმიტრო კულება პროდუქტიულს უწოდებს.

„დარჩენილია 48 საათი. ჩვენ ვმუშაობთ, რათა ვილნიუსის სამიტის საბოლოო გადაწყვეტილებები იყოს უკრაინის, ნატო-სა და გლობალური უსაფრთხოების გამარჯვება. მე ასევე მადლობა გადავუხადე შეერთებულ შტატებს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი თავდაცვის პაკეტისთვის, რომელიც მოიცავს ძალიან საჭირო საბრძოლო მასალას“, – განაცხადა კულებამ.

მსგავსი თემები