“მთაწმინდის პარკში ყველაზე მაღალი სიმაღლიდან დავლოცავთ მის ლექტორებს” – რომან გოცირიძე შალვა თადუმაძეზე

გენერალური პროკურორის უმაღლესი განათლება უკვე თითქმის ერთი თვეა, აქტიური განხილვის თემაა. დეპუტატი რომან გოცირიძე, ამჯერად საჯაროდ გამოჩენისკენ პროკურორის ლექტორებს მოუწოდებს და კურსელების მსგავსად, მათაც რესტორანში ეპატიჟება.

“ახლა თამასა ავწიე უფრო მაღლა, როდესაც არ გამოჩნდა მისი არცერთი კურსელი, ახლა სახინკლეზე უფრო მაღალი რანგის რესტორანში ვეპატიჟები, ოღონდ მის ლექტორებს. მთაწმინდის პარკში ყველაზე მაღალი სიმაღლიდან დავლოცავთ მის ლექტორებს, თუკი ასეთი აღმოჩნდა ერთი მაინც,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნოვისთვის, დეპუტატი რომან გოცირიძემ, ყველა ის ადამიანი, ვინც მას შალვა თადუმაძის მსგავს დიპლომს უჩვენებდა, სახინკლეში დაპატიჟა. ხინკლისა და სახინკლის თემა კი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც საპარლამენტო ოპოზიციამ, გენერალურ პროკურორს ჯგუფელების დასახელება მოსთხოვა. შალვა თადუმაძე კი იმ მიზეზით არ დაუსახელა, რომ ჯგუფელებთან შეთანხმებული არ ჰქონდა.

https://mcm.ge/%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%aa-%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a0/

მსგავსი თემები