ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაკის პარკში დაშავებულმა ბავშვებმა შესაძლოა, კლინიკები მალე დატოვონ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი „ნიუს ჰოსპიტალსში“ იმყოფებოდა, სადაც ვაკის პარკში დაშავებული ბავშვი მოინახულა. მინისტრის განცხადებით დაშავებულმა ბავშვებმა შესაძლოა, კლინიკები მალე დატოვონ.

„ვუსამძიმრებ პატარა ანგელოზის ოჯახს და სრულიად საქართველოს. რაც შეეხება ლაზარეს მდგომარეობას, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია გუშინდელის შემდეგ. ძალიან დიდი იმედებით გამოვედი კლინიკიდან. დიდხანს ვისაუბრეთ ექიმთან, რეანიმატოლოგთან, ასევე ოჯახის წევრებსაც ვესაუბრე. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ის დატოვებს კლინიკას. ჩვენი მხრიდან რაც არის საჭირო, ყველაფრისთვის მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება მესამე ბავშვს ანდრიას, ის შეიძლება, ერთი საათის განმავლობაში გაეწეროს იაშვილის კლინიკიდან და თავს კარგად გრძნობს“, – განაცხადა აზარაშვილმა.

 

მსგავსი თემები