ქორწილი ჩაიშალა – ფეხბურთელს პატიმრობა შეუფარდეს

ჩაწყობილ საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით დაკავებული  ერთ-ერთი ფეხბურთელის თხოვნა მოსამართლემ არ გაითვალისწინა და ის პატიმრობაში დატოვა

დაკავებულმა ლაშა ჩაფიძემ დანაშაული აღიარა, მოინანია, რომ შეცდომა დაუშავა და მოსამართლეს ორი ფაქტორის გათვალისწინება სთხოვა.

“ბატონო მოსამართლევ, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ დედა მყავს ცუდად, ასევე 22 ივნისს მაქვს ქორწილი, ოჯახი უნდა შევქმნა. დანაშაულს ვაღიარებ, შევცდი და ვინანიებ. გთხოვთ გადაწყვეტილების მიღებისას ეს მდგომარეობა გაითვალისწინოთ” – ასე მიმართა ჩაწყობილი მატჩებისთვის დაკავებულმა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ლაშა ჩაფიძემ მოსამართლეს. 

მიუხედავად ამისა ის პატიმრობაში დატოვეს. 

შეგახსენებთ, რომ ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით დაკავებული ფეხბურთელების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. მოსამართლემ
გარიგებულ მატჩების საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ ჯაყელს, ირაკლი ხუჭუას, ლაშა ჩაფიძეს და ნიკა დაუშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ხოლო, ბრალდებულ ირაკლი ბაჯელიძეს, რობერტ იმერლიშვილს, ჯონი შეროზიას, გიორგი ბედიაშვილს, პაატა ღუდუშაურს, ნიკოლოზ მაისურაძეს და ნოდარ კიკნაველიძეს სასამართლომ პატიმრობის უზრუნველყოფით 10-10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: 
https://mcm.ge/

მსგავსი თემები