რუსეთი ღამით ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა – დაიღუპა სამი ადამიანი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 14 ივნისის ღამეს რუსეთმა ოდესას 4 „კალიბრით“ შეუტია. იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი დაშავდა, შესაძლოა ნანგრევების ქვეშ იყოს ხალხი.

„განახლებული მონაცემებით, მტერმა ოდესაში 4 კალიბრი გაგზავნა შავი ზღვის გემიდან. საჰაერო ბრძოლისა და აფეთქების ტალღის შედეგად ქალაქის ცენტრში დაზიანდა ბიზნეს ცენტრი, სასწავლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი, კვების ობიექტები და მაღაზიები. თავდაპირველად 6 ადამიანი დაშავდა“,- განაცხადა სამხრეთის სარდლობამ.

ერთ-ერთი საცალო ქსელის საწყობში მტრის რაკეტის დარტყმამ 1000 კვადრატული მეტრის განადგურება გამოიწვია. საწყობში მყოფი 3 თანამშრომელი გარდაიცვალა, 7 კი დაშავდა.

მსგავსი თემები