“გიორგი შაქარაშვილის გვამზე იყო სისხლის კვალი” – პროკურორი

  •  

“გუშინ, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა ბიოლოგიური ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები. მანვე განმარტა, რომ „გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე არსებული ბიოლოგიური მასალა, რომელიც იდენტიფიკაციისთვის იყო არასრულყოფილი,“ – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურმა, დავით ყაზაიშვილმა განაცხადა.

ყაზარაშვილის განმარტებით, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე ბიოლოგიური ექსპერტი გამოიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ ექსპერტიზის კვლევით ვერ დადასტურდა ვისი სისხლი იყო გიორგი შაქარაშვილის გვამზე.

„სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა ბიოლოგიური ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები. მანვე განმარტა, რომ  მან არ გამორიცხა, რომ ეს ბიოლოგიური მასალა რომელიმე კვლევის ნიმუშის მიხედვით, რომელიმე პიროვნების ყოფილიყო, მათ შორის, გიორგი შაქარაშვილის და დანარჩენი ბრალდებულებისაც. ექსპერტმა განაცხადა ის გარემოება, რომ არსებობდა უამრავი ბუნებრივი პირობა იმისა, რომ წაშლილიყო გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე იქამდე არსებული კვლები. ასეთია წვიმა, რის შედეგადაც ბიოლოგიური მასალის ჩარეცხვა ხდება. აქედან გამომდინარე, ექსპერტის განმარტებით იმ შემთხვევაში თუ გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე იქნებოდა საკმარისი ბიოლოგიური მასალა, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო წყლით მომხდარიყო აღნიშნულის წაშლა.

რაც შეეხება უშუალოდ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებულ ბიოლოგიურ კვლევებს, ექსპერტმა დაადასტურა ის გარემოება, რომ გიორგი შაქარაშვილის გვამზე იყო სისხლის კვალი. თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ დიდი პერიოდი იყო გვამი წყალში მოთავსებული, აქედან გამომდინარე, ვისი სისხლი იყო ესაც ვერ დადასტურდა ექსპერტიზის კვლევით. აღნიშნულ ექსპერტიზაში მითითებული ინფორმაცია იყო ის ინფორმაცია, რომელიც დარჩა ამ ბუნებრივი პირობის ზემოქმედებისას, წვიმის შედეგად, რა ინფორმაციაც დარჩა ჩანთაზე და გვამზე”,- აცხადებს პროკურორი.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი დღესაც გრძელდება. დღეს, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 10-მდე პირი დაიკითხება, მათ შორის არის გიორგი შაქარაშვილი მეგობარი ლუკა გოგავა, რომლის წელის ჩანთაც გიორგი შაქარაშვილს გარდაცვალების დღეს ეკეთა. ასევე დაიკითხება არასრულწლოვანი მსჯავრდებულები, კინოლოგი და გამომძიებლები.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

მსგავსი თემები