,,უკრაინული მხარის მიზანმიმართული დივერსია”- კრემლი კახოვკას ჰესის აფეთქებაში რუსეთის მონაწილეობას უარყოფს

კრემლმა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას დაგეგმილი დივერსიის შედეგი უწოდა და უარყო ბრალდებები, რომ ინციდენტში რუსი სამხედროები მონაწილეობდნენ.

,,ჩვენ შეგვიძლია კატეგორიულად უარვყოთ ბრალდებები. ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ აქ აშკარად საუბარია უკრაინული მხარის მიზანმიმართულ დივერსიაზე, რომელიც დაგეგმილი და განხორციელებული იყო კიევის რეჟიმის ბრძანებით,” – განაცხადა პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, რუსეთის ძალებმა დღეს დილით ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ  სარისკო უბნებიდან ევაკუაციის, ყველა სოფლისა და ქალაქის წყლით უზრუნველყოფის ბრძანება გასცა.

მსგავსი თემები