,,დიახ, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები” – ხაბეიშვილი

,,დიახ, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები!”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ” ნაციონალური მოძრაობის გარეშე, რუსული ოცნების დამარცხება შეუძლებელია”.

,,როგორ ისტერიკაში ჩავარდა სრულიად  რუსული პარტია და სახელისუფლებო  მედია …  დიახ, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები! დიახ, ჩვენ პროდასავლურ ოპოზიციას, ვუფრთხილდებით სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და დიახ, ნაციონალური მოძრაობის გარეშე, რუსული ოცნების დამარცხება შეუძლებელია. აბსოლუტურად სწორად ნერვიულობს რუსული პარტიის “ბოსობა” … ინერვიულეთ და ზუსტად იცოდეთ, რომ უდიდესი ერთობა იქნება – შედგება სახელმწიფოს მოღალატეების წინააღმდეგ”,- წერს ლევან ხაბეიშვილი.

მსგავსი თემები