კახოვკას ჰესის განადგურება არის ესკალაცია, რომელიც შეესაბამება რუსეთის ქმედებებს – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურება არის ესკალაცია, რომელიც შეესაბამება რუსეთის ქმედებებს ომში.

„ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალი დანაშაულიდან, რომელიც ჩვენ ვნახეთ უკრაინაში და რომელიც ჩაიდინეს რუსმა სამხედროებმა. ომის ამ რეჟიმის ფარგლებში, სამოქალაქო ობიექტებს, ქალაქებს, სოფლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, ინფრასტრუქტურას ყოველთვის ხვდებოდა და, შესაბამისად, გამოჩნდა ახალი განზომილება, მაგრამ ის შეესაბამება იმას, თუ როგორ აწარმოებს პუტინი ამ ომს“, – განაცხადა შოლცმა.

ცნობისთვის, რუსეთის ძალებმა დღეს დილით ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ  სარისკო უბნებიდან ევაკუაციის, ყველა სოფლისა და ქალაქის წყლით უზრუნველყოფის ბრძანება გასცა.

მსგავსი თემები