,,მოუთმენლად ველით შესაძლებლობას ვიასპარეზოთ ყინულის მოედანზე”- რუსი მოციგურავე

,, მოუთმენლად ველით შესაძლებლობას ვიასპარეზოთ ყინულის მოედანზე,”- ამის შესახებ სოციალურ ქსელში რუსი ფიგურული მოციგურავე გლებ სმოლკინი წერს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უერთდება.

სპორტსმენი პარტნიოერთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს და გულშემატკივრებს ქართულ ენაზე მიმართავს.

,,მადლიერებას გამოვხატავთ ყველა იმ გულშემატკივრის მიმართ, რომლებიც მუდმივად მხარს გვიჭერდნენ და კვლავაც აგრძელებენ ამ თანადგომას. იწყება სრულიად ახალი ეტაპი ჩვენ სპორტულ ცხოვრებაში. მოუთმენლად ველით შესაძლებლობას ვიასპარეზოთ ყინულის მოედანზე,” – წერს სმოლკინი.

რუსი მოციგურავეები დევისი და სმოლკინი საქართველოს გუნდში იასპარეზებენ – მედია

მსგავსი თემები