„პრეზიდენტისთვის საკუთარი უფლებამოსილებების გამოყენება არავის დაუშლია”- გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით,   პრეზიდენტისთვის საკუთარი უფლებამოსილების გამოყენება არავის დაუშლია.

„პრეზიდენტისთვის საკუთარი უფლებამოსილებების გამოყენება არავის დაუშლია. ობიექტურად რომ ვთქვა, მუქარა არ გამიგია, მაგრამ თუ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის წევრს მის მიმართ კრიტიკა „წამოსცდება“ და მის პოზიციას არ გაიზიარებს, ამას მუქარას თუ დაარქმევს, მაშინ რაღაც კონიუნქტურული გათვლა აქვს. რეალურად არა მუქარა, არამედ პლურალიზმი უნდა დავარქვათ აზრთა სხვადასხვაობას. მომავალი წელიწად-ნახევარი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი იქნება და ინსტიტუტის მიმართ პატივისცემა ყველამ უნდა გაითვალისწინოს. მუქარა? მუქარა რით? რა რესურსით შეიძლება, ვინმეს დაემუქრო? მუქარების და ანგარიშსწორებების პერიოდი, დრო წავიდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

,,არ არის საჭირო დამემუქროთ, მე მაინც იმას გავაკეთებ, რასაც ვფიქრობ და რაც მიმაჩნია საჭიროდ”- პრეზიდენტი ხელისუფლებას

მსგავსი თემები