,,მხარს ვუჭერთ სამუშაოს, რომელსაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ახორციელებენ, რათა გაწევრიანდნენ ევროკავშირში”- იტალიის პრემიერი

მხარს ვუჭერთ იმ სამუშაოს, რომელსაც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ახორციელებენ, რათა გაწევრიანდნენ ევროკავშირში – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრრმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტზე განაცხადა.

მისი თქმით,  საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანება, მათ ევროკავშირში უკან დაბრუნებას ნიშნავს.

„პრინციპები გაანადგურეს მათ, ვინც ფიქრობენ, რომ ჩვენ დაგვაბრუნებენ გასული საუკუნის ყველაზე რთულ წლებში. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიქნებით უკრაინასთან, დავეხმარებით მათ ყოველთვის, ვიდრე საჭირო იქნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ სამუშაოს, რომელსაც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ასევე დასავლელი პარტნიორები აკეთებენ იმისთვის, რომ გაწევრიანდნენ ევროკავშირში, რაც ნიშნავს არა ევროკავშირის გაფართოებას, არამედ ევროკავშირში ყველას ერთად უკან დაბრუნებას“, – განაცხადა მელონიმ.

მსგავსი თემები