,,საქართველოს რუსეთის ფედერაციის ორბიტაზე მოიაზრებენ, საქართველოს მოხსენიება ბელარუსთან ერთად ხდება”- ბეჟაშვილი

,,უკრაინის პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სამწუხარო რეალობას. დღეს ჩვენი დასავლელი პარტნიორები, უკრაინა საქართველოს რუსეთის ფედერაციის ორბიტაზე მოიაზრებენ, საქართველოს მოხსენიება ბელარუსთან ერთად ხდება,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი სამყარო უკრაინისადმი სოლიდარობით როცა არის დაკავებული და მას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ეხმარება, ამ ვითარებაში საქართველო რუსეთის ფედერაციის ინტერესებს გამოხატავს.

,,ბუნებრივია, განგაშის საფუძველს უნდა იძლეოდეს როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. პრაქტიკულად, საქართველო არაფერს აკეთებს, რათა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში ქმედითი და არსებითი სოლიდარობა გამოუცხადოს. ჩვენ ვხედავთ ფრენების აღდგენას, საზღვაო გზების გახსნას, უვიზო რეჟიმის ამოქმედებას. ყველა ეს ქმედება რუსეთს აძლევს ხელს, რომ სანქციებს გვერდი აუაროს. ეს ყველაფერი აღშფოთების საფუძველს იძლევა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

,,ვხედავთ, რა ხდება ბელარუსსა და საქართველოში, როგორ ითრევენ ამ ქვეყნებს ერთი და იმავე უკანონობის მორევში” – ზელენსკი

მსგავსი თემები