„პროვოკაციები ყოველთვის იყო, ალბათ, ასეც გაგრძელდება მეორედ მოსვლამდე“ – ექსკლუზიური ინტერვიუ მამა დავითთან

სასულიერო პირი, დეკანოზი დავით ისაკაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე ხმაურიან პროცესებზე საუბრობს. მამაო დარწმუნებულია, რომ მიმდინარე პროცესები საპატრიარქოზე შეტევაა და ის ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება.  

რუბრიკაში „ინტერვიუ მთავართან“ დეკანოზი აცხადებს, რომ დღევანდელი სინოდის სხდომა, ეკლესიასთან დაკავშირებით ბოლო, ხმაურიანი პროცესების გარდა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც განიხილავს.  

„მედიაცენტრი მთავარი“: მამა დავით, ას იფოქრობთ ინიციატივაზე, რომელიც  საეკლესიო სასამართლოს აღდგენას ეხება?

მამა დავით ისაკაძე: საეკლესიო სასამართლოს აღგდენის ინიციატივას მივესალმები, თუმცა ჩვენთან არსებული ზნეობრივი კომისია  ფაქტიურად, იგივე საქმეს ასრულებს, რასაც საეკლესიო სასამართლო.  ზნეობრივი კომისია გარკვეულ წილად მუშაობს, მაგრამ, გვინდა, უფრო კარგად იმუშაოს, რადგან არის გარკვეული ფაქტები, რომელსაც  რეაგირება სჭირდება.

მედიაცენტრი მთავარი“ : მამო, ზნეობრივი კომისია და საეკლესიო სასამართლო რით განსხვავდება ერთმანეთისგან?

მამა დავით ისაკაძე: ზნეობირივი კომისია, საეკლესიო სასამართლოს მსგავსად, საეკლესიო სამართლის საფუძვლებით ხელმძღვანელობს. ფაქტიურად ეს ერთიდაიგივეა. 

„მედიაცენტრი მთავარი“: ზნეობრივი კომისია რომ სათანადოდ მუშაობდეს, ის მდგომარეობა რაც დღეს ეკლესიასთან დაკავშირებით შეიქმნა გვექნებოდა?

მამა დავით ისაკაძე: ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა ასეთი დაპირისპირებები.  ყოველთვის უპირისპირდებოდნენ ეკლესიას, პროვოკაციებს აწყობდნენ. ეს ეკლესიის ისტორიაა. ალბათ, ასეც გაგრძელდება მეორედ მოსვლამდე. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეკლესია და ქრისტე გაიმარჯვებს. არც ჩვენ გვსიამოვნებს ზოგიერთი სასულიერო, საერო პირის გამოსვლა. საეკლესიო საკითხებზე და სასულიერო პირებზე საუბარი ეკლესიაში უნდა მოხდეს. ისევე, როგორც საერო პირების საქმეებს განიხილავს შესაბამისი სამსახური. როცა საეკლესიო საქმეებზეა საუბარი, მაშინ ეს მღვდელმთავრის მიერ უნდა იქნას ნაქადაგები ამბიონიდან. 

„მედიაცენტრი მთავარი“: როგორ ფიქრობთ, სინოდი განიხილავს და განუმუხტავს ვითარებას

მამა დავით ისაკაძე: სინოდიზე  ბევრი სკითხი განიხილება, მარტო ეს ვითარება არა.

„მედიაცენტრი მთავარი“: ხომ არ ფიქრობთ, რომ დღევანდელი დაპირისპირების მიზეზი სწორედ ის დაგროვილი საკითხებია, რომლის განხილვაც სინოდის სხდომაზე არ მოხდა?  

მამა დავით ისაკაძე: დაპირისპირება, რომელიც შედეგად მივიღეთ მიუღებელია. ვფიქრობ, სინოდი ცდილობს იმსჯელოს ისეთ საკითხებზე, რომელიც დღესაა ეკლესიაში. განსაკუთრებით ვგულისხმობ სტიგმატური ცრუ ეკლესიის შესახებ, ზოგიერთი სასულიერო პირის განცხადებებს. ვფიქრობ ასეთი საკითხების განხილვა, უფრო აქტუალური უნდა იყოს რადგან, ეს ეხება ეკლესიაში განხეთქილების შემოტანის მცდელობას.

„მედიაცენტრი მთავარი“:როგორ ფიქრობთ, ეს არის  საპატრიარქოზე შეტევა და იმ ნდობის, რეიტინგის დაცემა, რომელიც ეკლესიას და სულიერო პირებს აქვთ

მამა დავით ისაკაძე: რა თქმა უნდა, ასეა. ეკლესიის ასეთი ავტორიტეტი, ეკლესიის მოწინააღმდეგეებს არ აწყობთ. ამიტომ, ცდილობენ დისკრედიტაციას სხვადასხვა ფორმით მოახდინონ. სამწუხაროდ, თავისი მოქმედებებით ზოგიერთი სასულიერო პირი ამას ხელს უწყობს. 

მსგავსი თემები