„ნებისმიერი პროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, არ იქნება შესრულებული“ – მთავრობა

„ნებისმიერი პროექტი, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტი, იქნება ეს ჰესების მშენებლობა, თუ სხვა პროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, რა თქმა უნდა, არ იქნება შესრულებული“ – ამის შესახებ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა, ქუთაისში, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა მოლაპარაკების ნებისმიერი ფორმატისთვის მზად არის და ეს საკითხი მოლაპარაკების საგანი იქნება.

„მე ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია დღეს იყო საჭირო და აუცილებელი“, – აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა.

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით დასრულდა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა.

მსგავსი თემები