განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებამდე, უფლებამოსილება შეუჩერეს

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება შეუჩერეს.

როგორც შსს-ში განმარტავენ, გიორგი ყაყიჩაშვილს 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე, დროებით შეუჩერდა უფლებამოსილება, თუმცა ის
თანამდებობიდან გათავისუფლებული არ არის.

„20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, გიორგი ყაყიჩაშვილს დროებით შეუჩერდა უფლებამოსილება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ყაყიჩაშვილი დაკავებული თანამდებობიდან არ გათავისუფლებულა”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი თემები