ილია მეორე – 91%, კახა კალაძე – 52%, სალომე ზურაბიშვილი – 48% – რეიტინგები IRI-ის კვლევის მიხედვით

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოწონების რეიტინგში გამოკითხულთა 91%-ით პირველ ადგილს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე იკავებს.

გამოკითხულთა 52%-ით მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს. მესამე ადგილს კი 48%-ით საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით, მეოთხე ადგილს იკავებს.

რეიტინგების სრული სია ასე გამოიყურება: ილია მეორე – 91%; კახა კალაძე – 52%; სალომე ზურაბიშვილი – 48%; ირაკლი ღარიბაშვილი – 43%; გიორგი გახარია – 36%; მიხეილ სააკაშვილი – 36%; ბიძინა ივანიშვილი – 35%; შალვა ნათელაშვილი – 35%; ელენე ხოშტარია – 33%; გიორგი ვაშაძე – 33%; ალეკო ელისაშვილი – 31%; ირაკლი კობახიძე – 31%; მამუკა ხაზარაძე – 29%;შალვა პაპუაშვილი 27%; ლევან ხაბეიშვილი – 27%; ბადრი ჯაფარიძე – 26%; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 26%; პეტრე ცისკარიშვილი – 19%; გიგა ბოკერია – 17%; პაატა მანჯგალაძე – 9%.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

მსგავსი თემები