მოსახლეობის 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 30% ფიქრობს, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 7% კითხვას არ პასუხობს.

კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არასწორით, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • არასწორი – 62%
  • სწორი – 30%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე – 7%.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

 

მსგავსი თემები