ქოლ-ცენტრების თაღლითური სქემა – ყაზახეთში საქართველოს 24 მოქალაქე დააკავეს

ყაზახეთში, კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ალმატაში ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების დროს  ქოლ-ცენტრების თაღლითური სქემის საქმეზე, საქართველოს 24 მოქალაქე დააკავეს.

ინტერნეტ თაღლითობის საერთო ზარალი 4,2 მილიონი ტინგეა.

„ამ პირებმა ფარმაცევტული კომპანია „Health Time“-ის კლიენტთა ბაზა მოიპარეს, მის კლიენტებს დაურეკეს და აცნობეს მანქანის მოგების შესახებ. მოქალაქეებს გადასახადების გადახდა შესთავაზეს, რომელიც ფსონების კომპანია „1Xbet“-ის ანგარიშებზე გადაირიცხა. იდენტიფიცირებულია 20 მსხვერპლი, მიმდინარეობს მუშაობა თაღლითების სხვა მსხვერპლთა იდენტიფიცირებისთვის“, – განაცხადა  შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ჟანდოს სუინბაიმ.

მსგავსი თემები