,,აშშ და ევროკავშირი უნდა გაემიჯნონ განცხადებებს, რაც ყოველდღე უკრაინიდან გვესმის”- გია ვოლსკი

,,აშშ და ევროკავშირი უნდა გაემიჯნონ იმ განცხადებებს, რაც ყოველდღე გვესმის უკრაინიდან, რომ საჭიროა ომში ჩართვა, ხელისუფლების გადაგდება და იმ ხელისუფლების მოყვანა, რომელსაც შეუძლია, ომი დაიწყოს,”– ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკის თქმით, არსებობს კითხვები, რომლებსაც პასუხები უნდა გაეცეს.

„არის კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს. აშშ და ევროკავშირი უნდა გაემიჯნონ იმ განცხადებებს, რაც ყოველდღე გვესმის უკრაინიდან, რომ საჭიროა ომში ჩართვა, ხელისუფლების გადაგდება და იმ ხელისუფლების მოყვანა, რომელსაც შეუძლია, ომი დაიწყოს. ასევე ის, ხალხი და ხელისუფლება სხვადასხვაა. ასეთივე განცხადებები გვესმის მიტინგებზეც. სამწუხაროდ, ერთი კონგრესმენისგანაც გავიგეთ ეგ ამბავი, პირდაპირ მოწოდება, რომ ხელისუფლება ძალისმიერი გზით უნდა შეიცვალოს და არჩევნები არაფერ შუაშია. თუ ამ საკითხებზე ვინმე შეკითხვას სვამს, ამ კითხვებს ვერ გაემიჯნები. ეს მხოლოდ პოლიტიკოსების კითხვა არ არის, საზოგადოების გარკვეული, მნიშვნელოვანი ნაწილის კითხვაა. ამ საკითხებზე, რასაც ისინი ამბობენ, ვთქვი და გავიმეორებ – კომენტარს აღარ გავაკეთებ. რომ მდომოდა კომენტარის გაკეთება და ამ საკითხებში შესვლა, იქ ვიქნებოდი და არა – აქ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები