„მოგვეცით იარაღი“ – უკრაინა ისევ შეიარაღებას ითხოვს

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა მეგობარ ქვეყნებს ისევ იარაღის მიწოდებას სთხოვს. როგორც  უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს,  „არ არის საჭირო მუდმივად მოლაპარაკების მაგიდასთან შეკრება, მოგვეცით საკმარისი იარაღი“.

„როდესაც რუსი აგრესორის მიზანი უცვლელია და ეს არის უკრაინის განადგურება, მშვიდობიანი მოგვარების ბოლოდროინდელი ინიციატივები სხვა არაფერია, თუ არა პრორუსული სამშვიდობო ქმედებები. არ არის საჭირო ჩვენი მუდმივად მოლაპარაკების მაგიდასთან შეკრება, მოგვეცით საკმარისი იარაღი. იარაღი ყველაზე კარგი შუამავალი და ერთადერთი საკომუნიკაციო არგუმენტია, რომელიც გასაგებია რუსეთის ფედერაციისთვის“, – აცხადებს  დანილოვი.

 

მსგავსი თემები