„ეს დაავადება ადამიანებს არ კლავს“ – პროფესორი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებზე

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობელთა პროტესტსა და მოთხოვნას  ენდოკრინოლოგი რამაზ ყურაშვილიც ეხმიანება და აცხადება, რომ ეს დაავადება ადამიანებს არ კლავს.

როგორც პროფესორი განმარტავს, “ვოსორიტიდი,” რომლის ქვეყანაში შემოტანასაც პროტესტის მონაწილე მშობლები ითხოვენ,  მხოლოდ სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს, თავად დაავადებას კი არ შველის.

“ეს არის გენეტიკური დაავადებაა. მას ახასიათებს ზრდაში ჩამორჩენა, კიდურები არ იზრდება. მათ ინტელექტუალურად არანაირი ჩამორჩენა არ აქვთ, ფიზიკური მონაცემებითაც კი. ამ ყველაფრის მოვლას ძალიან დიდი ცოდნა სჭირდება და არცერთი ნაბიჯი არ უნდა გადავდგათ ჩვენ სწრაფად, მით უმეტეს, ეს დაავადება ადამიანებს არ კლავს და ჩვენ ფორსირება იმისი, რომ მაინც და მაინც ხვალ დავიწყოთ, არ იქნება სწორი. ამ დაავადებას ისედაც 11 სხვადასხვა სიმპტომი აქვს, ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ და არ ვიჩქაროთ, გონივრული უნდა იყოს ყველაფერი“ – აცხადებს პროფესორი ყურაშვილი.

 

მსგავსი თემები