„ძალიან სუსტად არის“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი კლინიკაში დედამ მოინახულა. როგორც გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყოველი დღეს მძიმეა მისი შვილისთვის და ყოველი დღე უარესობისკენ მიდის.

„გუშინდელი შემთხვევის შემდეგ ძალიან სუსტად არის. სულ მეშინია, რომ არ წამოიწიოს და არ წაიქცეს. გარდა ამისა, სიტყვები ავიწყდება, მაგას კი არა მე მავიწყდება, იმიტომ, რომ ამ ყველაფრის მოწმე გავხდი.  ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა და ექთანიც იქ იყო, ყველანი ერთად ვიყავით. ამ ყველაფრის მოწმე ექთანი იყო, რომ ჩაიკეცა, გული წაუვიდა და შავი იყო“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

 

მსგავსი თემები