,,მხოლოდ უკრაინის გამარჯვება გადაარჩენს სხვა სახელმწიფოებს, ისეთი საშინელი ნგრევისგან, რომელიც რუსეთმა მოიტანა ჩვენს მიწაზე“- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა, რომელიც უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით დღეს ჩავიდა.

„ჩვენ მივესალმებით ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს კიევში, უკრაინაში, რომელიც დგას მტკიცედ, თავისუფლად და ხედავს ჩვენი მიწის სრული განთავისუფლების პერსპექტივას რუსი ოკუპანტისაგან. ჩვენ განვიხილავთ ბატონი გენერალური მდივნის ამ ვიზიტს – პირველი სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ – იმის ნიშნად, რომ ალიანსი მზად არის დაიწყოს ახალი თავი უკრაინასთან ურთიერთობებში – ამბიციური გადაწყვეტილებების თავი”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალურ მდივანს, რომ უკრაინაში ვიზიტი დეოკუპირებული ქალაქებისა და თემების მონახულებით დაიწყო.

„მთელ ევროპასა და მსოფლიოს სჭირდება მკაფიო გაგება, რომ მხოლოდ უკრაინის გამარჯვება გადაარჩენს სხვა სახელმწიფოებს და ხალხებს ისეთი საშინელი ნგრევისგან, დანაკარგებისა და სიკვდილისგან, რომელიც რუსეთმა მოიტანა ჩვენს მიწაზე“, – თქვა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები