აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები კვლავ მთავრობის კანცელარიასთან რჩებიან. მათ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ, მათ ვადა პრემიერს სამ საათამდე მისცეს.

როგორც მშობლები აცხადებენ, მათ მთავრობის კანცელარიიდან არავინ გამოეხმაურა. მშობლები  5 საათზე ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები პრეპარატებით უზრუნველყოფას ოპერატიურად ითხოვენ, რადგანაც, პრეპარატის მიღებას მხოლოდ და მხოლოდ მოზარდობის პერიოდში აქვს აზრი, შემდეგ კი ის არ მოქმედებს. მთლიანობაში, საუბარია 30 ბავშვზე, რომლებსაც აღნიშნული მედიკამენტები სჭირდებათ.

მსგავსი თემები