,,სტატუსზე უარის შემდეგ აქციების მოთხოვნები ჩრდილიდან ნაკარნახევი იყო”- თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის შემდეგ გამართული აქციების მოთხოვნები ჩრდილიდან ნაკარნახევი იყო. როგორც ჟურნალისტის წერს, მას საერთო არ ჰქონდა ხალხისგან წამოსულ იმპულსთან.

„გახსოვთ, კანდიდატის სტატუსზე უარი რომ გვითხრეს და აქციები გაიმართა? მაგ აქციების მოთხოვნები და მოლოდინებიც ჩრდილიდან ნაკარნახევი იყო. არაფერი საერთო არ ჰქონდა ხალხისგან წამოსულ იმპულსთან.

ყველა მონაწილე ჩრდილიდან შედგენილი დღის წესრიგით მოქმედებდა – ვიღაც ნებით, ვიღაც ჩათრევით. სცენაზეც ის ხალხი იდგა, ვინც ჩრდილოვანი მმართველისთვის მისაღები იყო. ამიტომ დასრულდა კრახით. ჩემთვის დისკრედიტირებულია ყველა, ვინც მაგ პროცესში აქტიურად ჩართული იყო. „ტექნიკური მთავრობა“ my ass!

პ.ს. ვინც ჩრდილოვანი მართვა ამხილა, ის „არაკონსენსუალურად“ გამოაცხადეს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

მსგავსი თემები