ოკუპირებულ აფხაზეთში, დაზიანებულ ხეს წვეთოვანით კურნავენ

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში 150-წლოვან ცაცხვს ჩინეთიდან ჩამოტანილი პრეპარატით კურნავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, სოფელ ლიხნის ისტორიულ გაწმენდაზე საუკუნენახევარი კავკასიური ცაცხვის გადასარჩენად პირველი 30 საწვეთური მიაწოდეს. მანამდე ცაცხვი ვანდალებმა დააზიანა. ამის შესახებ TASS-ს აფხაზეთის ეკოლოგიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ საველი ჭითანავამ განუცხადა.

„პეკინიდან მოსკოვში სპეციალური წამალი ჩაიტანეს ოთხშაბათს, იქიდან აფხაზეთში კავკასიური ცაცხვის აღდგენისთვის. დღეს ჩვენ, აფხაზმა გარემოსდამცველებმა, აფხაზეთში მომუშავე ჩინელებთან ერთად, რომლებმაც დახმარება შესთავაზეს, ჩავაბარეთ ამ წამლის პირველი 30 საწვეთური. ერთი კვირის შემდეგ კიდევ 30 წვეთს ჩავსვამთ და გამოჯანმრთელების კურსს დავასრულებთ“, – განაცხადა ჩითანავამ.

გამოცემის ცნობით, 5 აპრილს სოფელ ლიხნში 150-წლოვან ცაცხვის ხე ხერხით დააზიანეს. ხის გარშემო ნაჭდევის სიღრმე 20 სანტიმეტრია. “ხეების და ბუჩქების უკანონო ჭრის  ბრალდებით ე.წ. რესპუბლიკაში ორი მოქალაქე დააკავეს. მათ ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

 

ფოტო: ”ეხო კავკაზა”

მსგავსი თემები