მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვნია მოსამართლეების საკითხის პარლამენტში გარკვევა – ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საზოგადოება იმსახურებს, რომ ის კითხვები, რომელიც სასამართლოსთა დაკავშირებით არსებობს, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაისვას. მისი თქმით, გამჭვირვალობა და ღიაობა ამ პროცესს მხოლოდ წაადგება.

,,თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხი და პარლამენტში ამ საკითხის გარკვევა, მეც მიმაჩნია, რომ არის მნიშვნელოვანი, მათ შორის, ისმის ეს პროცედურული ომი, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ საგამოძიებო კომისიამ ის კითხვები, რაც არსებობს ქართულ საზოგადოებაში, რაც ამდენ ხანია დაგროვილი, დაისვას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. ეს გამჭვირვალობა და ღიაობა ამ პროცესს მხოლოდ წაადგება და თუ რამე კითხვის ნიშნები არსებობს ერთი მხარის ან მეორე მხარის მიმართ, ამ კითხვებზე იქნება პასუხი გაცემული”, – განაცხადა იოსელიანმა.

მსგავსი თემები