,,კელი დეგნანი ცდილობს, კონტროლი დაამყაროს მართლმსაჯულებაზე”- გურამ მაჭარაშვილი

,,აშშ-ის ელჩი პირდაპირ ცდილობს, კონტროლი დაამყაროს ქართულ მართლმსაჯულებაზე”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ეს არის ვასალური დამოკიდებულება და პირდაპირი გალაშქრება სახელმწიფოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

„ელჩი პირდაპირ ცდილობს, კონტროლი დაამყაროს ქართულ მართლმსაჯულებაზე, ეს არის არა მხოლოდ არაპარტნიორული ნაბიჯი, არამედ ვასალური დამოკიდებულება და პირდაპირი გალაშქრება სახელმწიფოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, ბუნებრივია, ჩვენი ვალდებულებაა, ასეთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა დავიცვათ. ჩვენ გვინდა პარტნიორული და არა ბატონყმური ურთიერთობა, რასაც სამწუხაროდ, ქალბატონი ელჩი ამ ბოლო დროს მიმართავს ხოლმე. ამიტომ იმედი გვაქვს, მომავალი ელჩი ამ შეცდომებს აღარ დაუშვებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები