„ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, გადააყენებენ თუ არა მელიას”- კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, გადააყენებენ თუ არა თავმჯდომარეს და ვინ იქნება კანდიდატი, თუმცა ნათელია, რომ პარტიაში დაპირისპირება მიმდინარეობს.

„მათი გადასაწყვეტია, გადააყენებენ თუ არა მელიას. თავად უნდა გადაწყვიტონ, ვინ იქნება კანდიდატი, თუმცა ცხადია, რომ აქვთ დაპირისპირება. ეს თვალნათელია და გუშინ არ დაწყებულა. დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს დაპირისპირება და ვნახოთ, რა, როგორ იქნება“, – განაცხად კახა კალაძემ.

მსგავსი თემები