2022 წელს, მევენახეებმა შემოსავლის სახით 270 მილიონამდე ლარი მიიღეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, გადამუშავდა 257 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი, მევენახეებმა შემოსავლის სახით 270 მილიონამდე ლარი მიიღეს.

„შესრულდა სახელმწიფოს დაპირება, რომ რთველი ჩაივლიდა ორგანიზებულად და ყველა მევენახე შეძლებდა მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას. 2022 წელს რთველში აქტიურად იყო ჩართული კერძო სექტორი, რაც სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით იქნა სტიმულირებული“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.

მსგავსი თემები