„ბატონმა კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, სადაც ამ ბრალდებებს უარყოფს“ – აშშ-ის ელჩი „ქოლ ცენტრების“ საქმეზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ე.წ. ქოლ ცენტრების საქმესა და დავით კეზერაშვილის მიმართ არსებულ ბრალდებებზე მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საქმეს გამოძიება სჭირდება.

როგორც კელი დეგნანი აცხადებს, მეტი ინფორმაციაა საჭირო, ვიდრე ბრალდებები დადასტურდება.

„ეს არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ანგარიშვალდებულებაში გყავდეს, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოააშკარაო. ეს მხოლოდ დასაწყისია, ეს საჯარო ინფორმაციის ის ფორმაა, რომელზე დაყრდნობითაც შემდგომ ხელისუფლებას საკუთარი გამოძიების ჩატარება შეუძლია. ამ ბრალდებების მხრივ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. ბატონმა კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, სადაც ამ ბრალდებებს უარყოფს. მეტი ინფორმაციაა საჭირო და იურიდიული პროცესი უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება”, – განაცხადა ელჩმა. .

 

მსგავსი თემები