„ყველა ხელმომწერმა უნდა შეასრულოს ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი“ – ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის –  ვერა იუროვას განცხადებით, რომის სტატუტის ყველა ხელმომწერმა უნდა შეასრულოს ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი. როგორც იუროვამ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე აღნიშნა, ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული, რომელიც ვლადიმერ პუტინის რეჟიმმა ჩაიდინა, უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან იძულებით გაყვანაა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა უკვე აღიარა ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერის მოქმედება და ის უნდა მოვიდეს სისრულეში.

მსგავსი თემები