,,წლების განმავლობაში გვაქვს მზადყოფნა რუსეთის მხრიდან მეზობლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორიც იყო 2008 წელს” – სტოლტენბერგი

,,წლების განმავლობაში გვაქვს მზადყოფნა არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო გაძლიერებასთან, არამედ მეზობლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით,”– ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ უკრაინაში ომი გასულ წელს არ დაწყებულა, არამედ 2014 წლიდან მიმდინარეობს.

,,ჩვენ მზად ვართ და წლების განმავლობაში გვაქვს მზადყოფნა, არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო გაძლიერებასთან, არამედ მეზობლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებითაც, როგორიც იყო საქართველოში 2008 წელს.

და ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ომი უკრაინაში არ დაწყებულა გასულ წელს, ის დაიწყო 2014 წელს – ასე რომ, განსაკუთრებით 2014 წლიდან, ნატომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დიდი გაძლიერება, კოლექტიური თავდაცვა განახორციელა,”- განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები