,,პარლამენტი აღარ აპირებს თავისი კონსტიტუციური მოვალეობების შესრულებას? დაიშალეთ მაშინ”- თამარ ჩუგოშვილი

,,კონსტიტუცია აძლევს უფლებას 50 დეპუტატს შექმნას საგამოძიებო კომისია და ამ უფლების რეალიზაციისთვის ხელის შეშლა დაუშვებელია,”- ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარის ყოფილი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, წარმოუდგენელია ის, რაც საქართველოს პარლამენტში ხდება.

,,წარმოუდგენელია ის, რაც პარლამენტში ხდება. კონსტიტუცია აძლევს უფლებას 50 დეპუტატს შექმნას საგამოძიებო კომისია და ამ უფლების რეალიზაციისთვის ხელის შეშლა დაუშვებელია! სამართლებრივ სახელმწიფოში კონსტიტუცია უნდა სრულდებოდეს.

პარლამენტი აღარ აპირებს თავისი კონსტიტუციური მოვალეობების შესრულებას? დაიშალეთ მაშინ. რამდენ ხანს არ შეიკრიბებით? ან შემდეგზე შუქი ჩააქრეთ, სახანძრო განგაში ჩართეთ, რა ვიცი, მილიონი რამის მოფიქრება შეიძლება.

თვითონ უნდა ქმნიდეთ ამ კომისიას და იძიებდეთ რა კორუფციული ფაქტებია სასამართლო სისტემაში, არათუ სხვას უშლიდეთ ხელს ამის გაკეთებაში,”- წერს თამარ ჩუგოშვილი.

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღესაც ჩავარდა

მსგავსი თემები