,,ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს, უცხოელ აგენტებს ვერ შევაქმნევინებთ საგამოძიებო კომისიას სასამართლოსთან დაკავშირებით”- კობახიძე

კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა დღესაც ვერ შედგა.
”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” არ შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოს საკითხებზე.

,,ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მხარდაჭერა სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ და სოლიდარობა ქართველი მოსამართლეების მიმართ. ეს იყო სოლიდარობის კიდევ ერთი აქტი და რა თქმა უნდა, კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ნაცმოძრაობამ არ შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოს საკითხებზე, ეს არის პრინციპულად მიუღებელი ჩვენთვის. ეს არის ჩვენთვის პრინციპის საკითხი, რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს, უცხოელ აგენტებს ჩვენ ვერ შევაქმნევინებთ საგამოძიებო კომისიას სასამართლოსთან დაკავშირებით,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღესაც ჩავარდა

მსგავსი თემები