მილიარდ დოლარიანი თაღლითური სქემა – „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიება

  ,,მილიარდ დოლარიანი თაღლითები, რომლებიც მოიპარავენ ცხოვრების განმავლობაში შექმნილ დანაზოგს”- ამ სათაურით „ბიბისი“ საგამოძიებო სტატია აქვეყნებს. სტატიაში, რომელიც თანხების თაღლითური გზით მითვისებას ეხება, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილიც არის ნახსენები. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი, მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევედნენ და ძარცვავდნენ. „ბიბისის“ ინფორმაციით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 125 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი“. მედიის ცნობით, საერთაშორისო ქსელის გაშიფვრაზე ჟურნალისტები ერთი წელი მუშაობდნენ. მათივე ინფორმაციით, ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია „მილტონის ჯგუფის“ სახელწოდებით. „ბიბისის“ ცნობით, საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტებიდან … ვრცლად მილიარდ დოლარიანი თაღლითური სქემა – „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიება