ვისი დამსახურებით მოხდა ვაჟა ექიმის შეწყალება?! – თამილა ლაფანაშვილი შეწყალებისთვის ბიბილოვს მადლობას უხდის  

ოკუპაციური რეჟიმის მიერ დატყვევებული და დღეს განთავისუფლებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი მისი მეუღლის შემწყალებელს მადლობას უხდის. თამილა ლაფანაშვილმა იმ საკითხზეც ისაუბრა, თუ ვისი დამსახურებით მოხდა ვაჟა ექიმის შეწყალება და აღნიშნა, შეწყალების წერილში მისი მეუღლე ბრალს არ აღიარებს.  

„გათავისუფლებას რაც შეხება, პირველ რიგში, უნდა ავღნიშნო სახელმწიფო და სახელმწიფო ორგანოები, უშიშროების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო. ვინმე რომ არ გამომრჩეს, სახელობითად ყველას ჩამოთვლა წარმოუდგენელია. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი მეგობრები საზღვარგარეთ, ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება, ჩვენი მეგობრები, ყველას სათითაოდ სახელობითად ვერაფრით ჩამოვთვლი. იგივე, ჩვენი გამოჩენილი მომღერლები, მეცნიერები, მწერლები, იგივე ბატონი პაატა ბურჭულაძე. როგორ ჩამოვთვალო ყველა. საზღვრებს შიგნით თუ გარეთ, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული“ – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

მისივე თქმით, ვაჟა ექიმს ბრალი არ უღიარებია.

„დეტალებზე აუცილებლად ვისაუბრებთ. ეს შეწყალება ძალიან კარგი აქტია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ამ შეწყალების აქტში არსად არის ნახსენები, რომ ვინმე რამეს აღიარებს, პირიქით, არის დაფიქსირებული, რომ ეს ადამიანი ბრალს არ აღიარებს. აღიარებს, რომ საზღვარია ფსოუზე და როკის გვირაბთან. ძალიან დიდი მადლობა მინდა მე პირადად გადავუხადო იმ ადამიანს, ვინც შეიწყალა, ადამიანურად ძალიან დიდი მადლობა“ – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს შეიწყალეს. ოსური მედიის ინფორმაციით მისი შეწყალება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის  ანატოლი ბიბილოვის მიერ მოხდა.  რაც შეეხება ვისი დამხასურებაა ექიმის გათავისუფლება, ირმა ინაშვილის დანცხადებით, ეს მისი ჩარევით მოხდა, იგივეს აცხადებს ნინო ბურჯანაძე, რომ მას ჰქონდა რუსეთთან მოლაპარაკება და ასევე, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში საკუთარ წვლილს პაატა ბურჭულაძეც ხედავს და ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მის კოლეგას სთხოვა დახმარება, რომელსაც საკმაოდ დიდი ავტორიტეტი აქვს.

მსგავსი თემები