,,ჩვენ არავის ვეჯიბრებით და არავისთან დატოლებას არ ვაპირებთ“- ლევან ხაბეიშვილი

,,ჩვენ არავის ვეჯიბრებით და არავისთან დატოლებას არ ვაპირებთ“- ასე პასუხობს ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კითხვას, რას აკეთებს მიხელ სააკაშვილის გასათავისუფლებად, ნიკა მელიაზე მეტს ?

მისი თქმით, ”„ნაციონალური მოძრაობა“ უკანასკნელი თვეების განმავლობაში არის ზეაქტიური”.

,,კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე მე არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას. საზოგადოებაა მსაჯული და ისინი თავად შეაფასებენ. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ვმუშაობთ ძალიან ბევრს. მათ შორის, შეგახსენებთ, რომ ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში იმართებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ჩვენ არავის ვეჯიბრებით და არავისთან დატოლებას არ ვაპირებთ, მითუმეტეს, სიმაღლეში. „ნაციონალური მოძრაობა“ უკანასკნელი თვეების განმავლობაში არის ზეაქტიური და იქნება კიდევ უფრო ზეაქტიური, ამაში გარწმუნებთ. დასკვნებს რის საფუძველზე აკეთებთ, წარმოუდგენელია. ყოველდღიურად პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი „ნაციონალური მოძრაობისთის“ არის პრიორიტეტული და სამ დღეში ერთხელ კონკრეტული სხვადასხვა აქტივობით მინიმუმ თქვენ ხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, მათ შორის, თქვენს მონა-მორჩილს. ამიტომ, თქვენ ვერ იქნებით მსაჯული, ამას ქართველი ხალხი განსჯის, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები