„ბირთვული შანტაჟი და ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვებელია“ – ჩინეთის ელჩი „მედიაცენტრ მთავართან”

„დაუშვებელია ბირთვული ომის  წარმოება და ბირთვული იარაღით მუქარა. ჩინეთი ყოველთვის მშვიდობის მხარეს დგას“ – ეს განცხადება საქართველოში ჩინეთის ელჩს – ჭოუ ციენს ეკუთვნის.

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, არსებობს თუ არა რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე, ელჩმა ასე გვიპასუხა:

„ჩინეთის პრეზიდენტსაც აღნიშნა, რომ ორი რამ, რაც არ უნდა მოხდეს, ეს არის ის, რომ არ უნდა მოხდეს  ბირთვული ომი, რადგან ბირთვულ ომს გამარჯვებული არ ჰყავს და არ უნდა დავუშვათ ბირთვული იარაღის გამოყენება. ჩინეთის პოზიცია ბირთვულ იარაღზე ეხება ყველა ქვეყანას და მათ შორის რუსეთს. ყველაზე დიდი რაოდენობით ბირთვული იარაღი ვისაც აქვს განთავსებული სხვა ქვეყანაში ეს არ არის რუსეთი“ – აღნიშნა ელჩმა.

მისივე შეფასებით, ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა, უკრაინა-რუსეთს შორის არსებული კონფლიქტი დიალოგს გზით მოგვარდეს.

„ჩინეთის პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის გაიმართა გულწრფელი და ყოვლის მომცველი დიალოგი. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის დიალოგის გზით მოგვარებაზე. უკრაინაში კრიზისის გადაწყვეტის რაციონალური გზა აუცილებლად გამოინახება. ჩინეთი ამ კრიზისის არც წამომწყებია და არც მონაწილე მხარე. ჩინეთი ყოველთვის მშვიდობის მხარეს დგას. ყოველთვის აშკარაა, ვინ ასხამს ცეცხლზე ნავთს. ჯერ კიდევ არსებობს უკრაინის კრიზისის პოლიტიკური დიალოგის გზით გადაწყვეტის იმედი“ – აღნიშნა ელჩმა.

 

მსგავსი თემები