,,დამიბარეს სასამართლოში”- ზურაბ ჯაფარიძე

გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, სასამართლოში დაიბარეს. ამის შესახებ ჯაფარიძე სოციალურ ქსელ, ”ფეისბუქში” წერს.

,,დღეს უნდა ყოფილიყო ჩემი და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო, ჩვენს მიერ სპეცრაზმის დარბევის საქმეზე, მაგრამ გადაიდო მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

სამაგიეროდ ხვალ დამიბარეს სასამართლოში, აუდიტის სამსახური გვიჩივის, რაზე არ ვიცით, დანართში ნახეთო და დანართი არ არის, არ ჩამოიტანეს”,- წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

მსგავსი თემები