,,პროგნოზების გაკეთებას მოვერიდებით”- ირაკლი კობახიძე სტატუსის მიღებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთებას მოერიდება.

მისი თქმით, იმედი აქვთ, რომ დეკემბერში გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი.

,,ჩვენ პროგნოზების გაკეთებას მოვერიდებით, არ ვიცით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს რომ იყოს სამართლიანი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, უპირობოდ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, თუმცა ჩვენ გვაქვს უკვე ცუდი გამოცდილება, შარშანდელი ივნისიდან, როცა ქვეყანას უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, იმედი გვაქვს, წელს დეკემბერში გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი, თუმცა დაველოდოთ დეკემბერს,”- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები