,,ნაცმოძრაობის პატრონებს არ უნდა შეეშინდეთ დეკეზერიზაციის”- ირაკლი კობახიძე

,,დეოლიგარქიზაცია თუ არის მიზანი, ნაცმოძრაობის პატრონებს არ უნდა შეეშინდეთ მაგალითად იგივე დეკეზერიზაციის,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მათი ინიციატივა საერთოდ არ იყო  დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება.

,,დეოლიგარქიზაცია თუ არის მიზანი, ნაცმოძრაობის პატრონებს არ უნდა შეეშინდეთ მაგალითად იგივე დეკეზერიზაციის თუ რაც ქვია ამას. ეს არის რეალურად ქვეყნის ამოცანა, ამას გვეუბნებიან. ჩვენი ინიციატივა საერთოდ არ იყო ამ კანონის მიღება, გვეუბნებიან, რომ საჭიროა ოლიგარქიული გავლენების აღმოფხვრა ქართულ პოლიტიკაში, დღეს მთავარი გაცხადებული ქეისი არის კეზერაშვილის ქეისი. სხვა შემთხვევებიც არის როდესაც ადგილი აქვს ოლიგარქიულ გავლენებს ქართულ პოლიტიკაზე, როცა შავი ფული, სისხლიანი ფული იხარჯება ქართულ პოლიტიკაზე. თუ ეს არის ამოცანა, მაშინ ჩვენ გვჭირდება კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირმა უნდა თქვას, რომ დეოლიგარქიზაცია არ არის ჩვენი ამოცანა და მაშინ მოვხსნით ყველაფერს”,- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები