,,ქალბატონო სალომე, ბოღმის ერთი წუთი გექნებათ მოგვიანებით”- შალვა პაპუაშვილი

,,ქალბატონო სალომე, ბოღმის ერთი წუთი გექნებათ მოგვიანებით,” – ამ სიტყვებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ წევრს, სალომე სამადაშვილს მიმართა.

პაპუაშვილმა სამადაშვილს ამ სიტყვებით მას შემდეგ მიმართა, რაც  სალომე სამადაშვილი მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლას რეპლიკით გამოეხმაურა.

,,საქართველოს სტრატეგიული მიზანი, რომელიც 2018 წელს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გავამყარეთ, რომელსაც მოსახლეობის 80%-ზე მეტი ემხრობა, რომელიც წესით პოლიტიკურ სპექტრს ევროპული იდეის გარშემო უნდა აერთიანებდეს, აქციეთ მოლოტოვის კოქტეილად”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მსგავსი თემები