„მისი მდგომარეობა მძიმეა და სჭირდება სერიოზული ჩარევები რომ მისი მდგომარეობა გადარჩეს“ – ექიმი სააკაშვილზე

“ძალიან რთული სამართავი პაციენტია“ – განაცხადა კლინიკიდან გამოსულმა ექიმმა თენგიზ წულაძემ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეისწავლა. როგორც ექიმი განმარტავს, მდგომარეობა საკმაოდ რთულია, თუმცა, პაციენტი თვითდაზიანებას ეწევა თუ არა, ეს მისი შესაფასებელი არ არის.

„ნაწილობრივ ვიყავთ პაციენტთან, ნაწილობრივ მთავარ ექიმს ვესაუბრეთ. პაციენტის ნევროლოგიური სტატუსი მნიშვნელოვნად არც შეცვლილა. წონა დაკლებულია კიდევ მეტად.  67, 9 იყო და ახლა 63 და 400ია.  4 კილოთი მოკლებულია. კიდევ უფრო მეტად გამოიხატა კახექსიის მდგომარეობა და სისუსტე. არსებითად, სხვა მხრივ მდგომარეობა არ შეცვლილა

მე რომ შევდივარ ფაქტი მხვდება ის, რომ ვერ ჭამს და გახდა. ვერ ჭამდა თუ არ ჭამდა, მე არას არ ვაკვირდები. ეს სავარაუდოდ ფსიქიატრმა უნდა თქვას. ის თვითდაზიანებას ძალით აკეთებს თუ ნებით, ეს ხანგრძლივი დაკვირვების საფუძველზე უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ ამას ვერ ვიტყვით. მე ვამბობ, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა და სჭირდება სერიოზული ჩარევები რომ მისი მდგომარეობა გადარჩეს. ვერასდროს იტყვი, როდის და რა სისწრაფით დამძიმდება პაციენტი. პროგნოზირება ძალიან ძნელია. რთული სამართავი პაციენტია“ – განაცხადა თენგიზ წულაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრები მიხეილ სააკაშვილთან დილიდან იმყოფებიან.

 

მსგავსი თემები