შეუძლია თუ არა გადაადგილება მიხეილ სააკაშვილს – რას ამბობს ექიმი?!

რამდენიმე წუთის წინ დატოვეს კლინიკა კონსილიუმის წევრმა ექიმებმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას დილიდან სწავლობენ.

შეუძლია თუ არა მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება? როგორც თენგიზ წულაძე აცხადებს, ამ შემთხვევაში, დაცემის რისკი მაღალია.

„გადაადგილება შეუძლია თუ არა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან ძნელია და შეიძლება სხვადასხვა იყოს. გადაადგილება შეუძლია, რამდენიმე მეტრს გაივლის, მაგრამ ეს არ არის ის, რაც ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია. რამდენიმე მეტრს გაივლის, მაგრამ, თუ ამას უძლურების ინდექსით შევაფასებთ, მაშინ ძალიან ცოტა შეუძლია გადაადგილება იმისთვის, რომ თქვან – ეს ადამიანი ნორმალურად გადაადგილდება.  სავარაუდოდ, მას საკმაოდ მაღალი რისკი აქვს დაცემის“ – განაცხადა სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა ექიმმა თენგის წულაძემ.

მსგავსი თემები