ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების გამო, ლიეტუვა სანქციებს ითხოვს

ვლადიმერ პუტინის მორიგ აგრესიულ გადაწვეტილებას ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით, ლიეტუვაც გმობს და ორივე ქვეყნისთვის სანქციების გამკაცრებას ითხოვს.

როგორც ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავს, რუსეთი ცივილიზებული მსოფლიოს მხრიდან უფრო მკაცრ სანქციებში უნდა მოექცეს.

„ეს არის პუტინისა და ლუკაშენკოს მორიგი აგრესიული ნაბიჯები ევროპაში დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ტალღის გასაძლიერებლად. ეს ქმედებები ბელარუსს კიდევ უფრო უბიძგებს უკრაინასთან ომისა და დემოკრატიულ სამყაროსთან დაპირისპირებისკენ. ეს არის ორი არაპროგნოზირებადი დიქტატორული რეჟიმის კიდევ ერთი მცდელობა, დაემუქროს მეზობლებს და მთელ ევროპულ კონტინენტს” – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბელარუსში ბირთვული იარაღი განთავსდება. შეთანხმება მიღწეულია.

ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შემთხვევაში, ევროკავშირი მას დაასანქცირებს

მსგავსი თემები